აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
20 თებერვალი, 2026
აფხაზეთის ა/რ სამთავრობო დელეგაციამ სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პალერმოს ისტორიული ბიბლიოთეკა მოინახულა
აფხაზეთის ა/რ სამთავრობო დელეგაცია სამუშაო ვიზიტით იტალიის ქალაქ პალერმოში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა მოინახულეს პალერმოს ისტორიული ბიბლიოთეკა, სადაც დაცულია XVII საუკუნის საქართველოს ისტორიის ამსახველი უნიკალური მასალები.
ექსკლუზიურად აფხაზეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს მიეცათ შესაძლებლობა იტალიელი მისიონერისა და მხატვრის კრისტოფორო დე კასტელის ფასდაუდებელი არქივი მოენახულებინათ, სადაც მისი ჩანაწერები და ესკიზები ინახება.
ღონისძიებას ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორი ეკა წივწივაძე და საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის წარმომადგენელი ქეთევან ქორქაშვილი ესწრებოდნენ.
საინფორმაციო გამოშვებაში "მოამბე" გიამბობთ აფხაზეთის ა/რ მთავრობის დელეგაციის, იტალიაში ვიზიტის შესახებ.
მსგავსი სიახლეები
20 თებერვალი, 2026
აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრებთან შეხვედრა გაიმართა
19 თებერვალი, 2026
აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში გაემგზავრა