აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
11 თებერვალი, 2026
ფერიის საჯარო სკოლაში აფხაზური ენის გაკვეთილი ჩატარდა
ფერიის საჯარო სკოლაში აფხაზური ენის გაკვეთილი ჩატარდა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი და საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, რომელთაც ქართულ-აფხაზურ მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებზე და შერიგების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
სკოლის მოსწავლეებმა, ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის თემატიკისადმი მიძღვნილი სპექტაკლი-მიუზიკლი „ლამპიონები“ წარმოადგინეს.
ღონისძიების ფარგლებში, გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზური ენის პედაგოგ ლიანა აიკუცბას ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისთვის მადლობის სიგელი გადასცა.
ღონისძიებას აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და აჭარაში მცხოვრები აფხაზები ესწრებოდნენ.
მსგავსი სიახლეები