აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
10 თებერვალი, 2026
გიორგი ჯინჭარაძე აჭარაში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აჭარაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა.
ბათუმში გამართული შეხვედრის ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა დევნილთა განსახლების ადგილებში არსებული საჭიროებები მოისმინეს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საკითხების ერთობლივად მოგვარებაზე იმსჯელეს.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია და ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე ესწრებოდნენ.
მსგავსი სიახლეები