აფხაზეთის ა/რ მთავრობის აპარატის უფროსად გიორგი სუთიძე დაინიშნა
აფხაზეთის ა/რ მთავრობის აპარატის უფროსად გიორგი სუთიძე დაინიშნა.
ახლად დანიშნული აპარატის უფროსი ა/რ რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ აპარატის თანამშრომლებს დღეს წარუდგინა.
გიორგი სუთიძეს კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს მუშაობდა იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე.