სიახლეები

04 იანვარი, 2026

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იუბილარია


➡დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის დაბადების დღეა.
 
➡პატრიარქს 93 წელი შეუსრულდა.
 
➡ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა.
 
➡1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს.
 
➡საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია.
 
➡ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

13 თებერვალი, 2026

სოხუმის დრამატულ თეატრში მოსწავლეთა თეატრალური წარმოდგენა გაიმართა

ვრცლად

Item 1

13 თებერვალი, 2026

"სოროპტიმისტ ინტერნაციონალი კლუბ ბათუმის" წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ვრცლად

Item 1

12 თებერვალი, 2026

აფხაზური ენის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის მიზნით, ფერიის საჯარო სკოლაში ღია გაკვეთილი ჩატარდა

ვრცლად