აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
29 დეკემბერი, 2025
დევნილ ოჯახებს საახალწლოდ ნობათები გადაეცათ
აფხაზეთის მთავრობა შობა-ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით, აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან 2000-ზე მეტ ოჯახს საახალწლო ნობათს გადასცემს.
მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრთან დავით ფაცაციასთან ერთად თბილისში, დიდუბის რაიონში საახალწლო აქციაში პირადად მიიღო მონაწილეობა.
ნობათების აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.
მსგავსი სიახლეები
04 მარტი, 2026
“მადლობა იტალიელ ოჯახებს დევნილი ახალგაზრდებისგან” - აფხაზეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული...
03 მარტი, 2026
აფხაზეთიდან დევნილი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების დედები აფხაზეთის ა.რ...