აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
26 დეკემბერი, 2025
ისრაელში იაკობ ოფირის წიგნის "საქართველოს ებრაელთა ისტორია" პრეზენტაცია გაიმართა
ისრაელში, ქალაქ ბათ იამში სოხუმში დაბადებული და გაზრდილი ქართველი ებრაელის, აფხაზეთიდან ებრაელთა იმიგრაციის პირველი თაობის წარმომადგენლის იაკობ ოფირი - ეფრემაშვილის ორტომეული „ საქართველოს ებრაელთა ისტორია“ პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი წარმოადგენს მნიშვნელოვან სამეცნიერო ნაშრომს და ხელს უწყობს ქართველთა და ებრაელთა მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების კვლევასა და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას.
„საქართველოს ებრაელთა ისტორია“ შეიქმნა პროექტ „მშვიდობისთვის, აფხაზეთისთვის“ ფარგლებში და გამოიცა აფხაზეთის ა/ რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
ღონისძიებას ესრებოდნენ აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, მინისტრის მოადგილე იგორ კოპალიანი და აფხაზეთის ა/რ საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანლი ეკა წივწივაძე, ასევე ქართულ-ებრაული საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.
მსგავსი სიახლეები
04 მარტი, 2026
“მადლობა იტალიელ ოჯახებს დევნილი ახალგაზრდებისგან” - აფხაზეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული...
03 მარტი, 2026
აფხაზეთიდან დევნილი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების დედები აფხაზეთის ა.რ...