აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
25 დეკემბერი, 2025
საქართველოს საპატრიარქოში აფხაზეთისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
,,ოკუპირებული აფხაზეთი - კულტურული მემკვიდრეობა და საინფორმაციო გამოწვევები” - საქართველოს საპატრიარქოში სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.
ღონისძიება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 48-ე და დაბადებიდან 93-ე წლისთავს მიეძღვნა.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობადა მათი დაცვის პრობლემები ოკუპირებულ რეგიონებში;აფხაზეთის ისტორიის ფალსიფიკაციის საკითხი, თურქეთის აფხაზური დიასპორა და რეპატრიაციის საკითხები ოკუპირებულ აფხაზეთში, მუჰაჯირობის პრობლემა და თანამედროვე გამოწვევები - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც ქართველმა მეცნიერება ორდღიანი სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში იმსჯელეს.
გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს სამეცნიერო კვლევის როლზე აფხაზეთის ისტორიის ფალსიფიკაციასთან ბრძოლაში. ოკუპირებულ რეგიონში არსებულ საინფორმაციო პოლიტიკაზე, დეზინფორმაციასა და სამშვიდობო ჟურნალისტიკის როლზე კი აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორმა ეკა წივწივაძემ ისაუბრა.
მსგავსი სიახლეები
04 მარტი, 2026
“მადლობა იტალიელ ოჯახებს დევნილი ახალგაზრდებისგან” - აფხაზეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული...
03 მარტი, 2026
აფხაზეთიდან დევნილი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების დედები აფხაზეთის ა.რ...