სიახლეები

25 დეკემბერი, 2025

გიორგი ჯინჭარაძე უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს აღსაყდრების 48-ე წლისთავს ულოცავს


➡️აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს აღსაყდრების 48-ე წლისთავს ულოცავს.

 

➡️"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს ვულოცავ აღსაყდრების 48-ე წლისთავს.

განუზომელია თქვენი დამსახურება ჩვენი ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის სულიერი ამაღლების საქმეში. საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის როლის გაზრდა თქვენი განსაკუთრებული ძალისხმევისა და უდიდესი ავტორიტეტის შედეგია.

თქვენი მოღვაწეობის პერიოდში აფხაზეთის სახელის უკვდავსაყოფად განხორციელებულმა უმნიშვნელოვანესმა საქმეებმა, მათ შორის ცხუმ–აფხაზეთის ეპარქიის ხელმძღვანელობის ისტორიულმა გადაწყვეტილებამ და აფხაზეთის დღის დაწესებამ, კიდევ ერთხელ განამტკიცა საზოგადოების რწმენა და მოლოდინი ქართველებისა და აფხაზების მშვიდობიანი ერთიანობისა და თანაცხოვრების მიმართ.

დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ლოცვა-კურთხევით, უახლოეს მომავალში აღდგება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ყველა ერთად დავბრუნდებით ჩვენ მშობლიურ აფხაზეთში!

თქვენო უწმინდესობავ, გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და სულის სიმტკიცეს ჩვენი ქვეყნისა და ერის საკეთილდღეოდ!" - წერს გიორგი ჯინჭარაძე სოციალურ ქსელში. 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

25 დეკემბერი, 2025

დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 800-მდე ოჯახს საცხოვრებლით უზრუნველყოფს

ვრცლად

Item 1

25 დეკემბერი, 2025

აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ტრადიციული წინასაახალწლო დაჯილდოება გაიმართა

ვრცლად

Item 1

24 დეკემბერი, 2025

"500-ლარიანი ვაუჩერი 200-მდე შეჭირვებულ დევნილ ოჯახს გადაეცემა, 2000-ზე მეტ ოჯახს კი წინასაახალ...

ვრცლად