სიახლეები

24 დეკემბერი, 2025

"500-ლარიანი ვაუჩერი 200-მდე შეჭირვებულ დევნილ ოჯახს გადაეცემა, 2000-ზე მეტ ოჯახს კი წინასაახალწლო ნობათი"-გიორგი ჯინჭარაძე


➡️“წინასაახალწლოდ ჩვენ გვინდა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების, სოციალურად შეჭირვებული ოჯახების მიმართ გამოვიჩინოთ თანადგომა და მხარდაჭერა”, - ამის შესახებ აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ "დღის ქრონიკის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

➡️გიორგი ჯინჭარაძემ აღნიშნა, რომ ფოცხოეწერში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას განსაკუთრებული დახმარება გაეწევათ.

➡️"წინა ხელისუფლების პერიოდში, ძალადობრივად და მათი ნების საწინააღმდეგოდ ეს ადამიანები ავტობუსებით იქნენ გადაყვანილი ფოცხოეწერში და დღეს აგრძელებენ ამ მკაცრ პირობებში ცხოვრებას. შესაბამისად მათ მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან განსაკუთრებულია. ჩვენი ინიციატივით გადავწყვიტეთ, რომ მათ მიმართ გამოვხატოთ დახმარება" - აღნიშნა გიორგი ჯინჭარაძემ.

➡️აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა 2026 წლის ბიუჯეტის ზრდასა და დაგეგმილ პროგრამებზე.

➡️"აფხაზეთის მთავრობის რამდენიმე უწყებამ უკვე შეაჯამა წელი და სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ 2026 წელს დაგეგმილი პროექტების ჯამური მოცულობა გაზრდილია და შესაბამისად გაზრდილია ბიუჯეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დევნილ საზოგადოებას ექნება მეტი საშუალება ისარგებლონ ჩვენი პროგრამებით და ჩვენი მხარდაჭერა იყოს მეტად ხელშესახები. 

 

500-ლარიან ვაუჩერს გადავცემთ 200-მდე შეჭირვებულ, დევნილ ოჯახს საქართველოს მასშტაბით და ასევე თბილისის მერიის მხარდაჭერით 2000-ზე მეტ ოჯახს გადავცემთ წინასაახალწლოდ ნობათს. ამ პროცესში ჩართული იქნებიან მინისტრები და პირადად მე. 

 

ჩვენი ბიუჯეტი გაზრდილია 30%-ით, პროგრამებზე გათვლილი ჯამური თანხა ჩვენ გავაორმაგეთ. შესაბამისად ყველა მიმართულებით, ჯანდაცვა იქნება, განათლება, ნდობის აღდგენის თუ შერიგების მიმართულება განსახორციელებელი პროგრამები იზრდება.

 

ეს კი ნიშნავს იმას, რომ დევნილ ოჯახებს, ექნებათ მეტი საშუალება, რომ უფრო ხელშესახები გახდეს ჩვენი მხარდაჭერა მათ მიმართ”, – განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

24 დეკემბერი, 2025

"სიყვარულით თქვენთვის" - წინასაახალწლო ღონისძიებები დევნილი ბავშვებისთვის

ვრცლად

Item 1

24 დეკემბერი, 2025

2025 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ვრცლად

Item 1

23 დეკემბერი, 2025

აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა სამინისტროს მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის ანგარი...

ვრცლად