სიახლეები

24 დეკემბერი, 2025

2025 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა


➡️2025 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო.

➡️საუკეთესო პარასპორტსმენი მამაკაცის ნომინაციაში გამარჯვებული აფხაზეთიდან დევნილი გიორგი ქალდანი გახდა.

➡️დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოვიდა, რომელმაც სპორტსმენებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და წლის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენის ნომინაციაში გამარჯვებული მოფარიკავე სანდრო ბაზაძე დააჯილდოვა.

➡️სპორტსმენების ისტორიულ შედეგებზე ისაუბრეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ.

➡️ჯილდოები ასევე გადაეცათ: წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი - ეთერ ლიპარტელიანი, წლის საუკეთესო ნაკრები გუნდი - საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრები, წლის საუკეთესო გუნდი სათამაშო სპორტულ სახეობებში - საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები, წლის საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობებში - თემურ სამხარაძე, წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი - ანა ჯაფარიძე, წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი - ვახტანგ ლოლუა.

➡️სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

04 მარტი, 2026

“მადლობა იტალიელ ოჯახებს დევნილი ახალგაზრდებისგან” - აფხაზეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული...

ვრცლად

Item 1

04 მარტი, 2026

საქართველოს მწერალთა სახლში ნინო მირცხულავას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ვრცლად

Item 1

03 მარტი, 2026

აფხაზეთიდან დევნილი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების დედები აფხაზეთის ა.რ...

ვრცლად