აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
23 დეკემბერი, 2025
გიორგი ჯინჭარაძე „ელჩების კონფერენცია 2025“-ის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა „ელჩების კონფერენცია 2025“-ის გახსნის ღონისძიებას აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო.
კონფერენცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გახსნა, რომელმაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ქვეყნის ინტერესების დასაცავად გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს და ქვეყნის პრაგმატულ პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ, რომელმაც დიპლომატებს პატრიარქის მიმართვა გააცნო.
ელჩების ყოველწლიური კონფერენცია ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება და 25 დეკემბერს დასრულდება.
მსგავსი სიახლეები
04 მარტი, 2026
“მადლობა იტალიელ ოჯახებს დევნილი ახალგაზრდებისგან” - აფხაზეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული...
03 მარტი, 2026
აფხაზეთიდან დევნილი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების დედები აფხაზეთის ა.რ...