სიახლეები

22 დეკემბერი, 2025

“მე აფხაზეთისთვის” მონაწილეთა 2025 წლის დაჯილდოება გაიმართა


➡️„მე აფხაზეთისთვის“ მონაწილეთა 2025 წლის დაჯილდოება გაიმართა.

➡️აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის გადაწყვეტილებით, ღონისძიების მთავარი ჯილდო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესი და უნეტარესს ილია მეორეს გადაეცა.

➡️„დღევანდელი ღონისძიება, სხვა წლებისგან განსხვავებით იმით გამოირჩევა, რომ ჩვენ ამ ჯილდოს პირველ რიგში გადავცემთ უწმინდესსა და უნეტარესს ჩვენს პატრიარქს ილია II-ს და მე მაქვს იმის პატივი, რომ პირადად მას გადავცე აღნიშნული ჯილდო შობის დღესასწაულზე. ჩვენ გვჯერა, რომ მისი ლოცვა-კურთხევით აუცილებლად დავბრუნდებით ჩვენ მიწა-წყალზე აფხაზეთში“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

➡️ღონისძების ფარგლებში ასევე სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 12 წარმატებული ადამიანი დაჯილდოვდა, რომლებმაც საკუთარი ნიჭითა და დაუღალავი შრომით აფხაზეთის სახელი არაერთ წარმატებას დაუკავშირეს.

➡️პროექტი „მე აფხაზეთისთვის“ აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით მეექვსე წელია, იმართება.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 თებერვალი, 2026

აფხაზეთის ა/რ მთავრობის აპარატის უფროსად გიორგი სუთიძე დაინიშნა

ვრცლად

Item 1

03 თებერვალი, 2026

გიორგი ჯინჭარაძე დევნილ მოქალაქეებს შეხვდა

ვრცლად

Item 1

02 თებერვალი, 2026

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა 2025 წლის სამინისტროს ანგარიში წარადგინა

ვრცლად