აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
19 დეკემბერი, 2025
პარლამენტის ერთობლივ სხდომაზე გიორგი ჯინჭარაძის მოხსენება მოისმინეს
გიორგი ჯინჭარაძე საქართველოს პარლამენტში, კულტურის კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივ სხდომაზე მოხსენებით წარსდგა.
მოხსენებაში აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის მძიმე მდგომარეობაზე და იმ სისტემურ პრობლემებზე, რომლებიც ქართული ისტორიული ძეგლების დაცვას საფრთხეს უქმნის.
ყურადღება გაამახვილა თვითნებური რეკონსტრუქციების პრაქტიკაზე, ავთენტურობის დაკარგვის რისკებსა და საერთაშორისო სტანდარტების უგულებელყოფის ფაქტებზე.
სხდომას საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია და პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი უძღვებოდნენ.
კომიტეტისა და კომისიის ერთობლივ სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, კულტურის მოღვაწეები და დარგის ექსპერტები დაესწრნენ.
მსგავსი სიახლეები