აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
17 დეკემბერი, 2025
აფხაზეთის მთავრობის 2026 წლის ბიუჯეტი 30%-ით გაიზარდა
აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც მთავრობის წევრებმა 2026 წლის ბიუჯეტის 30%-იან ზრდაზე იმსჯელეს.
გიორგი ჯინჭარაძის განცხადებით, ბიუჯეტის მატებისა და ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციის შედეგად მნიშვნელოვნად იზრდება პროგრამების დაფინანსება ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის, ინფრასტრუქტურული პროექტების და სამშვიდობო ინიციატივებისა და ინტეგრაციის მიმართულებით.
დევნილთა ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამებში 330%-იანი ზრდა არის გათვალისწინებული.
• ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დაფინანსება 187%-ით იზრდება.
• 97%-იანი ზრდაა ნდობის აღდგენისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდამჭერი პროგრამების მიმართულებით.
• დევნილთა სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერის პროგრამების დაფინანსებაში 65%-იანი ზრდაა გათვალისწინებული.
• განათლების, კულტურისა და სპორტის მხარდამჭერი პროგრამები კი 32%-ით იზრდება.
მსგავსი სიახლეები
04 მარტი, 2026
“მადლობა იტალიელ ოჯახებს დევნილი ახალგაზრდებისგან” - აფხაზეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული...
03 მარტი, 2026
აფხაზეთიდან დევნილი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების დედები აფხაზეთის ა.რ...