აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
16 დეკემბერი, 2025
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა.
ღონისძიებაზე გამოვლინდა ნიკოლოზ თაბუკაშვილის პრემიის სამი გამარჯვებული, რომელთაც სახვითი ხელოვნების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გამარჯვებულის დიპლომები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
ხელოვანების დაჯილდოვება მიზნად ისახავს კულტურის სფეროში მოღვაწე აფხაზეთიდან დევნილი ხელოვანების მხარდაჭერასა და მათი შემოქმედებითი საქმიანობის წახალისებას.
ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის დაჯილდოებით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი აფხაზეთიდან დევნილი ხელოვანების როლს ქართული კულტურული მეხსიერების შენარჩუნებაში.
მსგავსი სიახლეები
04 მარტი, 2026
“მადლობა იტალიელ ოჯახებს დევნილი ახალგაზრდებისგან” - აფხაზეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული...
03 მარტი, 2026
აფხაზეთიდან დევნილი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების დედები აფხაზეთის ა.რ...