სიახლეები

16 დეკემბერი, 2025

რუსთავში, 4 ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსში ბინას 800 დევნილი ოჯახი მიიღებს


➡️რუსთავში დევნილი ოჯახებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი შენდება.

 

➡️პროექტის ფარგლებში, 4 ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსში ბინას 800 დევნილი ოჯახი მიიღებს. ოჯახების განსახლება მომდევნო წელს იგეგმება.

 

➡️დევნილთა სააგენტომ, რუსთავში, აღნიშნულ საცხოვრებელ კომპლექსში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების მიერ შევსებული განაცხადების შეფასების პროცესი უკვე დაიწყო.

 

➡️სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დევნილთა სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი.

 

➡️შეგახსენებთ, რომ 2025 წელს, სრულად გარემონტებული ბინები, ჯამში 1 614 დევნილ ოჯახს გადაეცა, მათ შორის, 762 ოჯახი თბილისში მიმდინარე თვეს განსახლდა. ამ ეტაპზე, რუსთავის პარალელურად, საცხოვრებელი კომპლექსები 3 ქალაქში - თბილისში, ზუგდიდსა და ბორჯომში შენდება.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

04 მარტი, 2026

“მადლობა იტალიელ ოჯახებს დევნილი ახალგაზრდებისგან” - აფხაზეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული...

ვრცლად

Item 1

04 მარტი, 2026

საქართველოს მწერალთა სახლში ნინო მირცხულავას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ვრცლად

Item 1

03 მარტი, 2026

აფხაზეთიდან დევნილი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების დედები აფხაზეთის ა.რ...

ვრცლად