„სასწაულის მოლოდინში“ – 9 დეკემბერს სოხუმის თეატრში პრემიერა გაიმართება
„სასწაულის მოლოდინში“ - 9 დეკემბერს 20:00 საათზე, სოხუმის დრამატული თეატრის სცენაზე პრემიერა გაიმართება.
სპექტაკლში ნაჩვენებია ორი, 80 წელს მიღწეული ქართველი და აფხაზი მეგობრის შეხვედრა სოხუმში, რომელთა დიალოგიც სიმბოლურად კონფლიქტით დაშორებული საზოგადოებების საუბარს გამოხატავს.
სპექტაკლის მთავარი მიზანია აღადგინოს და განავითაროს ქართველებსა და აფხაზებს შორის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გაწყვეტილი კავშირები.