აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
25 ნოემბერი, 2025
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომაზე სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გამორჩეულ ადამიანებს უმასპინძლეს.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ ქართული სასიმღერო ჟანრის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მედლებით დაჯილდოვა მწერალი და პუბლიცისტი ნინო მირცხულავა, მომღერლები მარიამ ცქვიტინიძე და ირმა არავიაშვილი.
დეპუტატებმა მოწვეულ სტუმრებს გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს და შემოქმედებით საქმიანობაში ახალი წარმატებები უსურვეს.
მსგავსი სიახლეები