სიახლეები

19 ნოემბერი, 2025

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომა და საბჭოს გენერალური მდივნის ანგარიში - „კონფლიქტი საქართველოში“ მიიღეს


➡️2025 წლის 18 ნოემბერს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1543-ე სხდომაზე განხილულ იქნა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 32-ე კონსოლიდირებული ანგარიში - „კონფლიქტი საქართველოში“. სხდომაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ.

 

➡️ანგარიში აღწერს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას.

 

➡️ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა და დაადასტურა რომ ევროპის საბჭო, მანდატის ფარგლებში, გააგრძელებს საქმიანობას, მათ შორის კონსოლიდირებული ანგარიშების მიღების პრაქტიკას.

 

➡️ლაშა დარსალიამ სხდომის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა საანგარიშო პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ, რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების დარღვევაზე. საქართველოს მხარემ მწვავედ დააყენა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი მძიმე ვითარებისა და საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული ქმედებების საკითხი.  ხაზი გაესვა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების მნიშვნელობას.

 

➡️მინისტრის მოადგილე ასევე შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დინამიკას და 65-ე რაუნდს. დასასრულს, მან დაადასტურა საქართველოს მთავრობის მიერ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი ერთგულება.

 

➡️კონსოლიდირებული ანგარიში მიიღება წელიწადში ორჯერ და ასახავს 2025 წლის აპრილი-სექტემბრის პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებსა და სიახლეებს.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

08 იანვარი, 2026

თბილისის ქუჩებში ტრადიციული საშობაო მსვლელობა გაიმართა

ვრცლად

Item 1

08 იანვარი, 2026

თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში საშობაო ლიტურგია ჩატარდა

ვრცლად

Item 1

04 იანვარი, 2026

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იუბილარია

ვრცლად