აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
ცენტრის პროექტები
13 ოქტომბერი, 2026
10 000 ლარიანი ფულადი კომპენსაცია აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის
აფხაზეთიდან დევნილი პირებისთვის ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამაზე განაცხადების შევსება უახლოეს პერიოდში, იუსტიციის სახლებში იქნება შესაძლებელი.
ახალი პროგრამის ფარგლებში ოჯახის თითოეულ წევრზე 10 000 ლარი გაიცემა.
კომპენსაცია შეუძლიათ მიიღონ იმ დევნილ ოჯახებს, რომელთაც საცხოვრებელი ბინა ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია ჯერ არ მიუღიათ. პროგრამაში ჩართვა სრულიად ნებაყოფლობითი იქნება.
კომპენსაციები გაიცემა განცხადების შეტანის რიგითობის შესაბამისად. ახალი ინიციატივისთვის მიმდინარე წელს გამოიყოფა 58 მილიონი ლარი. მომდევნო წლებში კი დაგეგმილია ბიუჯეტის გაზრდა.
პარალელურად, გაგრძელდება საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა და „სოფლად სახლის“ პროგრამა დევნილი ოჯახებისთვის, რომლებიც ფულადი კომპენსაციის მიღებაზე განაცხადს არ შეიტანენ.