აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
ცენტრის პროექტები
06 ოქტომბერი, 2026
თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამა დაიწყო.
პროექტის მიზანი იძულებით გადაადგილებული პირების სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერა და მათი საარსებო პირობების გაუმჯობესებაა.
პროგრამაში მონაწილეობა პროფესიული სასწავლებლების იმ კურსდამთავრებულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს შეუძლიათ, რომელთა პროფესიული საქმიანობაც შესაბამისი დოკუმენტით დასტურდება.
განაცხადების მიღება 27 ოქტომბრის ჩათვლით სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში იწარმოებს.