ცენტრის პროექტები

08 სექტემბერი, 2026

" სამართლის კვირეული 2026"


➡️აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო პროექტში „სამართლის კვირეული 2026“ მონაწილეთა რეგისტრაციას აცხადებს.

 

➡️პროექტის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, პრაქტიკული უნარების განვითარება და მიღებული ცოდნის გამოყენების ხელშეწყობა პროფესიული განვითარებისთვის  და საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული ფაკულტეტის III და IV კურსის  სტუდენტებს, რომლებიც არიან აფხაზეთიდან დევნილის სტატუსის მქონე ან ლეგიტიმურად ცხოვრობენ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. 

 

➡️პროექტში მონაწილეობისთვის აუცილებელია სამოტივაციო წერილის გაგზავნა, ასევე სარეგისტრაციო ბმული შეგიძლიათ იხილოთ აფხაზეთის ა.რ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ფეისბუქ გვერდზე-   განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 13 სექტემბერია.

 

➡️დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აფხაზეთის ა.რ მთავრობის ერთიან  ელექტრონულ პორტალზე- https://portal.abkhazia.gov.ge/-ზე

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

23 ოქტომბერი, 2026

"აფხაზეთი დღეს"

ვრცლად

Item 1

20 ოქტომბერი, 2026

„სოხუმი ისეთი პატარა იყო და ისეთი შეკრული, რაღაც ყველანი ერთმანეთის შინაურები ვიყავით“ - მადონა წერე...

ვრცლად

Item 1

16 ოქტომბერი, 2026

“აფხაზეთი დღეს”

ვრცლად