ცენტრის პროექტები

20 აგვისტო, 2026

"აფხაზეთი ჩემს მოგონებებში - ლურჯი ზღვა, ბავშვობა და მონატრებაა"- გეგი ფალიანი


➡️„ლურჯი ზღვა, ლურჯი ცა, უგემრიელესი ნაყინი, სოხუმის ულამაზესი სანაპირო, შეუდარებელი გაგრა, ბიჭვინთა, ბზიფის ხეობა...“ - ასე იწყებს აფხაზეთზე

 

➡️მოგონებებს მესტიის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის დირექტორი, ხელოვანი გეგი ფალიანი.

 

➡️აფხაზეთი მისთვის მხოლოდ წარსულის მონატრება არ არის. ეს არის ზღვისფერი მოგონებები, ბავშვობის სურნელი, პირველი სიყვარული და იმედი, რომ ოდესმე ეს მოგონებები ისევ ადამიანებს დააახლოებს.

 

➡️მსახიობის მეხსიერებაში ომმა ვერ წაშალა ის აფხაზეთი, რომელიც ბავშვობის საუკეთესო წლებთან და დაუვიწყარ მოგონებებთან ასოცირდება. მონატრებული კუთხე დღესაც ხშირად სტუმრობს მის სიზმრებს. აფხაზეთზე ფიქრისას კი პირველი, რაც ახსენდება, ლურჯთვალა ელენაა, მისი იმდროინდელი პირველი სიყვარული. „შესაძლოა, ეს ბავშვური გატაცება იყო, მაგრამ ის ემოცია დღემდე მომყვება“, -გულწრფელად გვიყვება გეგი ფალიანი.

 

 „ჩვენ შორის მხარე არ არსებობს, ჩვენ ერთნი ვართ. უნდა მივუტევოთ, ვაპატიოთ და სიყვარული გავუზიაროთ ერთმანეთს. მინდა, უახლოეს მომავალში სვანეთში ვუმასპინძლო აფხაზ ხალხს.“-ამბობს  იგი ჩვენს მედიაპროექტში „მიამბე აფხაზეთზე“.

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

18 აგვისტო, 2026

"სოხუმში ყველა ეროვნების ხალხი ცხოვრობდა"- იზო ბოკუჩავა

ვრცლად

Item 1

13 აგვისტო, 2026

საზაფხულო ბანაკი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად

Item 1

12 აგვისტო, 2026

რუსეთთან რატიფიცირებული ახალი შეთანხმება

ვრცლად