ცენტრის პროექტები

27 ივლისი, 2026

"როცა ასეთი ბედნიერება მაქვს, ყოველთვის ორიოდე სიტყვას აფხაზურადაც ვამბობ"- ადა კაცია-ქუთელია


➡️ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს ხშირად სწორედ ის ოჯახები ქმნიან, რომლებმაც წლების განმავლობაში ცოცხალი, უწყვეტი კავშირი შეინარჩუნეს. ერთ-ერთი ასეთი ისტორია ქალბატონ ადა კაცია-ქუთელიას ეკუთვნის.

➡️მეუღლის, ზაურ ქუთელიას გარდაცვალების შემდეგ, ის უკვე 40 წელია მარტო აგრძელებს ოჯახურ ტრადიციებს, დღეს კი მთელ თავის ენერგიას საზოგადოებრივ საქმიანობას ახმარს. ქალბატონი ადა ხელმძღვანელობს პროექტს „ქართულ-აფხაზური საგა“, რომელიც 15 წელზე მეტია, სახალხო დიპლომატიის გზით, აჭარაში მცხოვრებ აფხაზებს აერთიანებს.

➡️ეს გზა ოჯახში თაობების ტრადიციად იქცა.  მათი სამი ქალიშვილიდან ორმა თავადაც შერეული, ქართულ-აფხაზური ოჯახი შექმნა. ეს მყარი კავშირი კიდევ ერთხელ გვახსენებს: საერთო ფესვებსა და პატივისცემაზე დაფუძნებული თანაცხოვრება  ჩვენი ყველაზე ბუნებრივი მოცემულობაა.

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

23 სექტემბერი, 2026

აფხაზეთის ა.რ ფინასთა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდამჭერი პროგრამები დევნილებისთვის

ვრცლად

Item 1

18 სექტემბერი, 2026

„ერთმანეთთან დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანია“ - სოფო ჩინბა

ვრცლად

Item 1

16 სექტემბერი, 2026

აფხაზეთიდან დევნილი შშმ მოზარდებისა და მათი მშობლებისთვის პროექტი განხორციელდა

ვრცლად