აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
ცენტრის პროექტები
23 ივლისი, 2026
„საერთო მემკვიდრეობა - საერთო მომავალი“
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს პროექტის „საერთო მემკვიდრეობა - საერთო მომავალი“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე პროექტის მონაწილეებმა ერთი კვირის განმავლობაში მიღებული გამოცდილება პრეზენტაციების სახით წარადგინეს და აფხაზური სიმღერა „აჟლარი“ შეასრულეს. დასკვნით ღონისძიებამდე მონაწილეები ენგურჰესის თაღოვან კაშხალს ეწვივნენ, სადაც შემეცნებით ტურში მიიღეს მონაწილეობა და ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საინჟინრო ნაგებობის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
პროექტი 2-7 ივლისს ქალაქ ზუგდიდში მიმდინარეობდა. მასში აფხაზეთიდან დევნილი 12-16 წლის 30 მოზარდი მონაწილეობდა. მონაწილეებს შორის იყვნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის ეთნიკურად აფხაზი მოსწავლეებიც.
ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეებმა ქართულ-აფხაზური ისტორიული ურთიერთობების, კულტურისა და საერთო მემკვიდრეობის, მულტიკულტურალიზმისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის საკითხებზე ტრენინგები გაიარეს. პროექტის მიზანი ახალგაზრდებში საერთო კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა და აქტიური სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერება იყო.
მსგავსი სიახლეები
14 ივლისი, 2026
აფხაზეთის ა.რ იუსტიციისადა სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურს „სამოქალაქო ი...
13 ივლისი, 2026
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აცხადებს განაცხადების მიღებას ო...