ცენტრის პროექტები

07 მაისი, 2026

აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს კონკურსი „სამშვიდობო გზავნილები“ გრძელდება


➡️აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო ახალგაზრდებისთვის ვიდეოკონტენტის კონკურსს „სამშვიდობო გზავნილები“ ატარებს.

 

➡️კონკურსში ჩართვა შეუძლიათ 18-30 წლის ახალგაზრდებს, რომლებიც არიან აფხაზეთიდან დევნილები ან აფხაზეთის საკითხებით ინტერესდებიან.

 

➡️მონაწილეებმა უნდა მოამზადონ 30-60 წამიანი ვიდეორგოლი აფხაზეთის თემაზე და ნამუშევარი 2026 წლის 13 მაისის ჩათვლით გააგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: projects.justiceabkhazia@gmail.com.

 

➡️საკონკურსო წერილში მითითებული უნდა იყოს კონკურსის სახელწოდება, მონაწილის სახელი და გვარი, ასაკი, ვიდეოს მოკლე აღწერა და საჭიროების შემთხვევაში, დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

➡️გამარჯვებულებს გადაეცემათ თემატური საჩუქრები და სერტიფიკატები.

 

➡️პროექტის მიზანია ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა სამშვიდობო ინიციატივებში, საერთო ღირებულებების პოპულარიზაცია და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მხარდაჭერა.

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

16 ოქტომბერი, 2026

“აფხაზეთი დღეს”

ვრცლად

Item 1

13 ოქტომბერი, 2026

10 000 ლარიანი ფულადი კომპენსაცია აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის

ვრცლად

Item 1

13 ოქტომბერი, 2026

„ეს კონფლიქტი არცერთი მხარის გამარჯვება არ ყოფილა“ - გიორგი ყარყარაშვილი

ვრცლად