ცენტრის პროექტები

05 მაისი, 2026

ალექსანდრე ბერულავას სახელობის ჟურნალისტურ პრემიაზე განაცხადების მიღება დაიწყო


➡️აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი აცხადებს ალექსანდრე ბერულავას სახელობის ჟურნალისტურ პრემიაზე განაცხადების მიღების დაწყებას.

 

➡️საკონკურსო კომისიამ უკვე გამართა პირველი სამუშაო შეხვედრა, სადაც განიხილეს კონკურსის დებულება, მონაწილეობის წესები და ნამუშევრების შეფასების კრიტერიუმები.

 

➡️პროფესიონალი და გამოცდილი წევრებისგან დაკომპლექტებულ კომისიას ჟურნალისტი გულიადაა ჭკადუა ხელმძღვანელობს.

 

➡️შეხვედრაზე ცენტრის დირექტორმა, ეკა წივწივაძემ, კომისიის წევრებს მიმდინარე სიახლეები გააცნო და ხარისხიანი, მაღალი პროფესიული და ეთიკური სტანდარტების მქონე ნამუშევრების წახალისების მიზნით, პრემიის ოდენობის გაზრდის ინიციატივა წარადგინა.

 

➡️აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი წელს მესამედ ტარდება და გამარჯვებულები ოთხ ნომინაციაში გამოვლინდებიან.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

26 ოქტომბერი, 2026

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო პერიოდში შექმნილი პოლიტიკური და სოციალური ვითარება

ვრცლად

Item 1

23 ოქტომბერი, 2026

"აფხაზეთი დღეს"

ვრცლად

Item 1

20 ოქტომბერი, 2026

„სოხუმი ისეთი პატარა იყო და ისეთი შეკრული, რაღაც ყველანი ერთმანეთის შინაურები ვიყავით“ - მადონა წერე...

ვრცლად