ცენტრის პროექტები

21 აპრილი, 2026

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის მხედველობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამა გრძელდება


➡️აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აგრძელებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის მხედველობის დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამის განხორციელებას.

 

➡️ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება 18-დან 40 წლამდე ასაკის ბენეფიციართა თვალის საშუალო და მაღალი ხარისხის რეფრაქციული ანომალიების (ახლომხედველობა, შორსმხედველობა, ასტიგმატიზმი) ექსიმერული ლაზერით კორექცია, ექიმ-სპეციალისტის კონსულტაციისა და წინასაოპერაციო კვლევების საფუძველზე.

 

➡️პროგრამაში ჩასართავად საჭიროა განცხადების წარდგენა და შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:

 

➡️ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა;

➡️სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფინანსური დოკუმენტაცია ასანაზღაურებელი თანხის მითითებით;

➡️პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

➡️იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

➡️არსებობის შემთხვევაში, პრიორიტეტულ ჯგუფს მიკუთვნებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

 

➡️18 წლამდე ბენეფიციარებისთვის დამატებით საჭიროა:

 

➡️დაბადების მოწმობა;

➡️მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

 

➡️დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიან ელექტრონულ პორტალზე: portal.abkhazia.gov.ge

 

➡️განაცხადის შესავსებად მოქალაქეებმა უნდა მიმართონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

 

➡️პროგრამაში ჩართვა შესაძლებელია წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

14 ივლისი, 2026

აფხაზეთის ა.რ იუსტიციისადა სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურს „სამოქალაქო ი...

ვრცლად

Item 1

14 ივლისი, 2026

"აფხაზეთი ყველგან მოგვყვება, აფხაზეთის შვილები ვართ ჩვენ"- სალომე პაკელიანი

ვრცლად

Item 1

13 ივლისი, 2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აცხადებს განაცხადების მიღებას ო...

ვრცლად