ცენტრის პროექტები

14 აპრილი, 2026

ცხადდება ნახატების კონკურსი „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“


➡️აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო აცხადებს ნახატების კონკურსს – „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“.

 

➡️კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში აფხაზეთის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მათი შემოქმედებითი უნარების წახალისება.

 

 

➡️კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ, ან/და აფხაზეთის თემატიკით დაინტერესებულ 10-17 წლის მოზარდებს.

 

 

➡️საკონკურსო ნამუშევარი უნდა იყოს ორიგინალი და შექმნილი სპეციალურად აღნიშნული კონკურსისთვის. პლაგიატის დაფიქსირების შემთხვევაში ნამუშევარი კონკურსში არ განიხილება.

 

 

➡️განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 5 მაისი.

 

 

➡️დამატებითი ინფორმაცია და სარეგისტრაციო ბმული ხელმისაწვდომია აფხაზეთის ა/რ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ოფიციალურ Facebook გვერდსა და ვებგვერდზე: https://portal.abkhazia.gov.ge/

 

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

31 აგვისტო, 2026

"ძალიან დიდი მონანიება უნდა მოხდეს ორივე მხრიდან"- ნუგზარ კერესელიძე

ვრცლად

Item 1

27 აგვისტო, 2026

“დამოუკიდებლობა” თუ დამოკიდებულება - რა მიიღო ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთისგან?

ვრცლად

Item 1

20 აგვისტო, 2026

"აფხაზეთი ჩემს მოგონებებში - ლურჯი ზღვა, ბავშვობა და მონატრებაა"- გეგი ფალიანი

ვრცლად