ცენტრის პროექტები

18 თებერვალი, 2026

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მოტობლოკის თანადაფინანსება იწყება


➡აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ თანადაფინანსება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის - მოტობლოკის შეძენისთვის.

 

➡პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარი იღებს თანადაფინანსებას ახალი მოტობლოკის შესაძენად, რომლის ღირებულების 80%-მდე (არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით) დაფინანსდება აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ.

 

➡პროგრამის ფარგლებში სამინისტროს თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე განისაზღვრება:

• წვრილღერძიანი მოტობლოკის შეძენის შემთხვევაში ფინანსდება - ტექნიკის ღირებულების 80%-მდე, მაქსიმუმ 800 ლარი;

• მსხვილღერძიანი მოტობლოკის შემთხვევაში კი ტექნიკის ღირებულების 80%-მდე, მაქსიმუმ 1000 ლარი.

 

➡ბენეფიციართა თანადაფინანსება ხორციელდება რიგითობის პრინციპით, ქვეპროგრამისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსის სრულ ამოწურვამდე.

 

➡დეტალური ინფორმაცია და განაცხადის ფორმა იხილეთ აფხაზეთის ა/რ მთავრობის ერთიან ელექტრონულ პორტალზე: PORTAL.ABKHAZIA.GOV.GE

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

16 ოქტომბერი, 2026

“აფხაზეთი დღეს”

ვრცლად

Item 1

13 ოქტომბერი, 2026

10 000 ლარიანი ფულადი კომპენსაცია აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის

ვრცლად

Item 1

13 ოქტომბერი, 2026

„ეს კონფლიქტი არცერთი მხარის გამარჯვება არ ყოფილა“ - გიორგი ყარყარაშვილი

ვრცლად