ცენტრის პროექტები

10 დეკემბერი, 2025

რამდენქულიანი ოჯახები დაექვემდებარება მონიტორინგის პროცესს და როგორ გადავამოწმოთ მინიჭებული ქულები?!


➡️დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში მოქმედმა დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ, არსებული საბინაო რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრა თვალჭრელიძის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსებში, თუ რამდენქულიანი ოჯახები დაექვემდებარებიან მონიტორინგს.

➡️გამოქვეყნებული ქულების მიხედვით, ცნობილი გახდა რომ ერთოთახიანი ბინების განაწილების მიზნით, მონიტორინგს დაექვემდებარებიან ის დევნილი ოჯახები, რომელთა განაცხადს მინიჭებული აქვს 4,5 და მეტი ქულა; ოროთახიანი ბინების მისაღებად საჭიროა 6 ან მეტი ქულა;  რაც შეეხება 7,5 ქულით მინიჭებულ განაცხადებს, ამ შემთხვევაში ოჯახები მიიღებენ სამ ოთახიან ბინას. ხოლო 4 ოთახიანი ბინები გადაეცემათ დევნილ ოჯახებს, რომელთა განაცხადსაც მინიჭებული აქვს 1 ან მეტი ქულა.

➡️რაც შეეხება ოჯახებს,  რომელთა ქულაც  ამ მომენტისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი მონიტორინგისთვის, განსახლების მომდევნო ეტაპზე განიხილება.  

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

16 ოქტომბერი, 2026

“აფხაზეთი დღეს”

ვრცლად

Item 1

13 ოქტომბერი, 2026

10 000 ლარიანი ფულადი კომპენსაცია აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის

ვრცლად

Item 1

13 ოქტომბერი, 2026

„ეს კონფლიქტი არცერთი მხარის გამარჯვება არ ყოფილა“ - გიორგი ყარყარაშვილი

ვრცლად