აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
ცენტრის პროექტები
25 სექტემბერი, 2025
"გაკვეთილი აფხაზეთი" ბათუმის №2 საჯარო სკოლაში
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის პროექტი „გაკვეთილი აფხაზეთი“ ბათუმის №2 საჯარო სკოლაში ჩატარდა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო, რომელიც ახალგაზრდებს განათლებისა და ეროვნული თვითშეგნების გაძლიერების პროცესში მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
მოსწავლეებმა აფხაზეთის ისტორიის, კულტურის, კონფლიქტის ქრონოლოგოგიის და ომის გმირების შესახებ ცენტრის მიერ მომზადებული დოკუმენტური ვიდეომასალა იხილეს, რომელიც საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორმა, ეკა წივწივაძემ წარადგინა.
წელს „გაკვეთილი აფხაზეთი“ საპილოტე რეჟიმში ხორციელდება. პროექტი ქვეყნის მასშტაბით 100 სკოლას მოიცავს და მასში 5,000-ზე მეტი მოსწავლეა ჩართული.
პროექტის მიზანია მოსწავლეებმა მიიღონ სრულყოფილი, ობიექტური და მრავალმხრივი ინფორმაცია აფხაზეთის შესახებ – მისი ისტორიისა და თანამედროვე რეალობის ჩათვლით.
მსგავსი სიახლეები
14 ივლისი, 2026
აფხაზეთის ა.რ იუსტიციისადა სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურს „სამოქალაქო ი...
13 ივლისი, 2026
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აცხადებს განაცხადების მიღებას ო...