ცენტრის პროექტები

29 აგვისტო, 2025

"აფხაზეთი ჩემს მეხსიერებაში დაილექა როგორც სიზმრისეული საოცარი სამყარო, ბავშვობის ულამაზესი ზღაპარი"-გოგა თავაძე


➡️,,აფხაზეთი ჩემს მეხსიერებაში დაილექა როგორც სიზმრისეული საოცარი სამყარო, ბავშვობის ულამაზესი ზღაპარი", - ამბობს რეჟისორი გოგა თავაძე და ემოციურ მოგონებებს გვიზიარებს.

➡️,,ინტერკულტურული სოხუმი, ლიძავის სანაპირო და მშვიდი ლურჯი ზღვა, ახალი ათონის სტალაქტიდები და სტალაგმიტები, აფხაზური ოჯახების ტრადიციები და წესჩვეულებები’’- ბავშვობის ეს ლაღი მოგონებები რეჟისორისთვის იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ მოგვიანებით უკვე თბილისში სოხუმის თეატრალურ დასთან ერთად სცენაზე არაერთხელ გააცოცხლა.

➡️ამბობს, რომ ომგამოვლილი სოხუმის თეატრალური დასი მისთვის განსაკუთრებულია და სიამოვნებით დადგამს სპექტაკლს სოხუმის სცენაზეც, რათა კვლავ შეიგრძნოს ბავშვობისდროინდელი ემოციები და მოეფეროს მონატრებულ აფხაზეთს.

➡️ნახეთ რეჟისორ გოგა თავაძის სამშვიდობო გზავნილები მედია პროექტში "მიამბე აფხაზეთზე".

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

13 ოქტომბერი, 2026

10 000 ლარიანი ფულადი კომპენსაცია აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის

ვრცლად

Item 1

13 ოქტომბერი, 2026

„ეს კონფლიქტი არცერთი მხარის გამარჯვება არ ყოფილა“ - გიორგი ყარყარაშვილი

ვრცლად

Item 1

09 ოქტომბერი, 2026

“აფხაზეთი დღეს”

ვრცლად