ცენტრის პროექტები

25 აგვისტო, 2025

საგანმანათლებლო პროექტი "სამართლის კვირეული" დაიწყო


➡️აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო იწყებს ახალ საგანმანათლებლო პროექტს – „სამართლის კვირეული“.

 

➡️პროექტის მიზანია, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი I-დან IV-ე კურსის 25 სტუდენტისთვის სამართლის საკვანძო საკითხებზე ცნობიერების ამაღლება, თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება, პროფესიული წინსვლის შესაძლებლობების გაზრდა, საზოგადოებრივ ინტეგრაციაში აქტიური ჩართვა.

 

➡️პროექტის თემებია: აფხაზეთის ა/რ მთავრობის უწყებების სერვისები, მეტყველების ხელოვნება და პრეზენტაციული უნარები, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ასევე სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესის მომზადება.

 

➡️განაცხადების გაგზავნა შესაძლებელია 2 სექტემბრის ჩათვლით.

 

➡️დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ფეისბუქ გვერდს ან დარეკეთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავორბის ცხელ ხაზზე - 143.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

31 აგვისტო, 2026

"ძალიან დიდი მონანიება უნდა მოხდეს ორივე მხრიდან"- ნუგზარ კერესელიძე

ვრცლად

Item 1

27 აგვისტო, 2026

“დამოუკიდებლობა” თუ დამოკიდებულება - რა მიიღო ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთისგან?

ვრცლად

Item 1

20 აგვისტო, 2026

"აფხაზეთი ჩემს მოგონებებში - ლურჯი ზღვა, ბავშვობა და მონატრებაა"- გეგი ფალიანი

ვრცლად