ცენტრის პროექტები

15 აგვისტო, 2025

„აფხაზეთიდან დევნილი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების მხარდაჭერის“ პროგრამა გრძელდება


➡️„აფხაზეთიდან დევნილი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების მხარდაჭერის“ პროგრამა მიმდინარე წელსაც გრძელდება.

➡️აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო, სოციალურად მძიმე კატეგორიის აფხაზეთიდან დევნილ ომისა და სამხედრო ასევე თავდაცვის ძალების ვეტერანებზე ერთჯერად ფინანსურ დახმარებას უკვე რამდენიმე წელია გასცემს.

➡️პროგრამა მოქმედებს, როგორც დედაქალაქში ასევე რეგიონში მცხოვრები ბენეფიციარებისთვისაც. ერთჯერადი ფინანსური დახმარების მისაღებად განცხადების დაწერა როგორც თავად ვეტერანს ასევე მის ნაცვლად ოჯახის წევრსაც შეუძლია.

➡️განცხადება დევნილთა სამინისტროში ან რეგიონების მიხედვით სამინისტროს ტერიტორიულ ორგანიებში უნდა იყოს ჩაბარებული. რაც შეეხება საჭირო დოკუმენტაციას - ერთჯერადი ფინანსური დახმარების მისაღებად განცხადებას თან უნდა ერთვოდეს პირადობის და დევნილის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ასევე შესაბამისი კატეგორიის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

➡️დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სამინისტროს ან დაუკავშირდით აფხაზეთის ა/რ მთავრობის ცხელ ხაზს ნომერზე - 143.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

14 ივლისი, 2026

აფხაზეთის ა.რ იუსტიციისადა სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურს „სამოქალაქო ი...

ვრცლად

Item 1

14 ივლისი, 2026

"აფხაზეთი ყველგან მოგვყვება, აფხაზეთის შვილები ვართ ჩვენ"- სალომე პაკელიანი

ვრცლად

Item 1

13 ივლისი, 2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აცხადებს განაცხადების მიღებას ო...

ვრცლად