ცენტრის პროექტები

04 აგვისტო, 2025

საგანმანათლებლო პროექტი “ტექნოლოგიური კვირეული”- განაცხადების მიღება მიმდინარეობს


➡️საგანმანათლებლო პროექტზე “ტექნოლოგიური კვირეული” – განაცხადების მიღება მიმდინარეობს.პროგრამა აფხაზეთის ა/რ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მიერ ხორციელდება. მონაწილეობის მიღება კი  დევნილის სტატუსის მქონე   ან  ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ 12 იდან 16 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ.

➡️საგანმანათლებლო პროექტი “ტექნოლოგიური კვირეული” ხუთი დღის განმავლობაში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში განხორციელდება. სემინარების ფარგლებში მოზარდები, გამოცდილი ტრენერებისგან ისეთ საკითხებზე მოისმენენ ამომწურავ ინფორმაციას, როგორებიცაა:

➡️ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები და ტიპები,მონაცემთა მნიშვნელობა,ალგორითმების მუშაობის პრინციპები,ეთიკური ასპექტები ტექნოლოგიებში,AI მცირე პროექტების შექმნა

➡️განაცხადების მიღბა სამინისტროში 10 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. დეტალური ინფორმაცია და სარეგისტრაციო ბმული, განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

➡️დამატებითი ინფორმაციისთვის  კი დაუკავშირდით  justice@abkhazia.gov.ge ელექტრონულ მისამართზე ან დარეკეთ აფხაზეთის ა/რ მთავრობის ცხელ ხაზს 143.



 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

15 აპრილი, 2026

აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტებისთვის ახალი სტიპენდიური პროგრამა ამოქმედდა

ვრცლად

Item 1

14 აპრილი, 2026

ცხადდება ნახატების კონკურსი „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“

ვრცლად

Item 1

08 აპრილი, 2026

"ჩემი პირველი სიმღერა სოხუმზე იყო" - ზურაბ მჟავია

ვრცლად