ცენტრის პროექტები

24 ივლისი, 2025

პროექტი "შემოქმედებითი ზაფხული" მიმდინარეობს


➡️აფხაზეთიდან დროებით დევნილი ახალგაზრდების პროფესიული, შემოქმედებითი განვითარების ხელშეწყობის და ეკონომიკური გაძლიერების მიზნით პროექტი "შემოქმედებითი ზაფხული" მიმდინარეობს.

 

➡️პროექტი აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის საკვირაო სკოლასთან და კოლეჯ „სპექტრთან“ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.

 

➡️ქართული კალიგრაფიის მასტერკლასის ფარგლებში – მონაწილეები პროფესიონალი კალიგრაფის ლეილა ბაღბაიას ხელმძღვანელობით ეცნობიან ქართული კალიგრაფიის ხელოვნების სხვადასხვა ტექნიკას , სწავლობენ ქართულ ხელნაწერთა ტრადიციებს და კალიგრაფიულ ხელსაწყოებთან მუშაობის ძირითად პრინციპებს.

 

➡️რაც შეეხება კერამიკის ხელოვნების მასტერკლას, რომელიც მრავალპროფილიან პროფესიულ სასწავლებელში, კოლეჯ „სპექტრ“ -ში ხორციელდება, პროფესიონალი კერამიკოსი გრიგოლ მუმლაძე ხელმძღვანელობს, რომელიც პროექტში ჩართულ დევნილ ახალგაზრდებს კერამიკული ნივთების დამზადების ტექნიკას ასწავლის და საკუთარი ხელით აფხაზური თემატიკის ნამუშევრების შექმნაში ეხმარება.

 

➡️ორივე მიმართულებით სასწავლო კურსის დასასრულს შემაჯამებელი გამოფენა გაიმართება, სადაც პროექტის მონაწილე ახალგაზრდები მასტერკლასების ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენას შეძლებენ.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

14 ივლისი, 2026

აფხაზეთის ა.რ იუსტიციისადა სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურს „სამოქალაქო ი...

ვრცლად

Item 1

14 ივლისი, 2026

"აფხაზეთი ყველგან მოგვყვება, აფხაზეთის შვილები ვართ ჩვენ"- სალომე პაკელიანი

ვრცლად

Item 1

13 ივლისი, 2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აცხადებს განაცხადების მიღებას ო...

ვრცლად