ცენტრის პროექტები

16 ივლისი, 2025

20 ივლისს დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ


➡️აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილ პირებს მიმდინარე წლის 20 ივლისს, უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ.

 

➡️აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეები ღონისძიების ფარგლებში შემდეგ მომსახურებებს მიიღებენ: კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიოსკოპია, გლუკოზისა და ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლში.

 

➡️აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდება.

 

➡️დამატებითი ინფორმაციისა და აქციაში მონაწილეობისთვის დარეკეთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცხელ ხაზზე 143.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

02 ოქტომბერი, 2026

“აფხაზეთი დღეს”

ვრცლად

Item 1

01 ოქტომბერი, 2026

შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტი „გაკვეთილი აფხაზეთი“ გრძელდება

ვრცლად

Item 1

29 სექტემბერი, 2026

„შეეცადონ, გაიხსენონ თანაცხოვრების საუკეთესო წლები“ - ლილი ხურითი

ვრცლად