ცენტრის პროექტები

14 ივლისი, 2025

დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის, ჟიული შარტავას და ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიების მოსაპოვებლად განცხადებების მიღება მიმდინარეობს


➡️აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის, ჟიული შარტავას და აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიების მოსაპოვებლად განაცხადების მიღება მიმდინარეობს!

 

➡️სტიპენდიები განკუთვნილია, როგორც დევნილი ისე არადევნილი სტუდენტებისთვის, რომლებიც აფხაზეთის თემატიკაზე მუშაობენ.

 

➡️აღნიშნული სახელობითი სტიპენდიების მიღება შეუძლიათ, როგორც ბაკალავრიატის ასევე მაგისტრატურის სტუდენტებს, რომელთაც აქვთ 80% და მეტი აკადემიური მოსწრება.

 

➡️ნებისმიერი სახელობითი სტიპენდიის მოპოვების შემთხვევაში სტუდენტი ერთი სასწავლო წლის, 10 თვის განმავლობაში სამინისტროს მიერ 200 ლარით დაფინანსდება.

 

➡️სტიპენდიის მისანიჭებლად სტუდენტის წარდგენის უფლება საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს აქვს. განცხადებების მიღება აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში 1 ივლისიდან დაიწყო და 31 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

 

➡️დეტალური ინფორმაცია ნახეთ სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, მითითებულ ბმულზე ან დაუკავშირდით აფხაზეთის ა/რ მთავრობის ცხელ ხაზს 143 ი.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

15 აპრილი, 2026

აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტებისთვის ახალი სტიპენდიური პროგრამა ამოქმედდა

ვრცლად

Item 1

14 აპრილი, 2026

ცხადდება ნახატების კონკურსი „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“

ვრცლად

Item 1

08 აპრილი, 2026

"ჩემი პირველი სიმღერა სოხუმზე იყო" - ზურაბ მჟავია

ვრცლად