ცენტრის პროექტები

10 ივლისი, 2025

დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად განცხადებების მიღება დაიწყო


➡️აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების მოსაპოვებლად განაცხადებების მიღება დაიწყო.

 

➡️დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სტიპენდია გამიზნულია პოლიტიკის მეცნიერების დარგში განსაკუთრებული მიღწევების და წარმატების, აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების იმ სტუდენტებისათვის, რომლებსაც აქვთ 80% და მეტი აკადემიური მოსწრება, ასევე გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომი, მონაწილეობდნენ სამეცნიერო კონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიურები.

 

➡️რაც შეეხება ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიას- ის გამიზნულია განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებით გამორჩეულ აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების იმ სტუდენტებს რომლებსაც აქვთ 80% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომი, მონაწილეობდნენ სამეცნიერო კონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიურები.

 

➡️სტიპენდიის მისანიჭებლად სტუდენტის წარდგენის უფლება აქვს საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

 

➡️განცხადებების შევსება შესაძლებელია 1 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს.

 

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

08 მაისი, 2026

„მე ვარ სოხუმელი და ეს მოცემულობა სულ ასე დარჩება“ - თეა ჯანჯღავა

ვრცლად

Item 1

07 მაისი, 2026

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. „სამთავრობო“ ცვლილებები და პოლიტიკური ვითარება

ვრცლად

Item 1

07 მაისი, 2026

აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს კონკურსი „სამშვიდობო გზავნილები“ გრძელდებ...

ვრცლად