ცენტრის პროექტები

08 ივლისი, 2025

ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად განაცხადებების მიღება მიმდინარეობს


➡️აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად განაცხადებების მიღება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში უკვე დაიწყო, რომელიც 31 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

 

➡️სტიპენდია გათვალისწინებულია მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის, მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი იმ სტუდენტებისათვის, რომლებსაც 80% და მეტი აკადემიური მოსწრება აქვთ, გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომი, მონაწილეობდნენ სამეცნიერო კონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიურები.

 

➡️სტიპენდიის მისანიჭებლად სტუდენტის წარდგენის უფლება აქვს საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

 

➡️დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ფეისბუქ გვერდზე ან დარეკეთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ცხელ ხაზზე 143.

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

14 ივლისი, 2026

აფხაზეთის ა.რ იუსტიციისადა სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურს „სამოქალაქო ი...

ვრცლად

Item 1

14 ივლისი, 2026

"აფხაზეთი ყველგან მოგვყვება, აფხაზეთის შვილები ვართ ჩვენ"- სალომე პაკელიანი

ვრცლად

Item 1

13 ივლისი, 2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აცხადებს განაცხადების მიღებას ო...

ვრცლად