ცენტრის პროექტები

07 ივლისი, 2025

უცხო ქვეყნის უმაღლეს დაწესებულებებში ჩარიცხული სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერა დაიწყო


➡️უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პირველ საფეხურზე ჩარიცხული სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერა მიმდინარეობს. პროგრამა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ქვეპროგრამის ,,წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერა“ ფარგლებში ხორციელდება.

 

➡️განცხადებების მიღება სამინისტროში 1 ივლისიდან დაიწყო და 31 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

 

➡️კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს 2025-2026 სასწავლო წელს ჩარიცხულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების, გაერთიანებული სამეფოს, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ავსტრალიის, იაპონიის, ჩინეთის, შვეიცარიისა და ნორვეგიის უმაღლეს სასწავლებელში პირველი კურსის პირველი საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩრიცხულ სტუდენტებს.

 

➡️კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტაციის ნუსხა იხილეთ სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ან დაუკავშირდით აფხაზეთის ა/რ მთავრობის ცხელ ხაზს - 143.

 

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

13 ოქტომბერი, 2026

10 000 ლარიანი ფულადი კომპენსაცია აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის

ვრცლად

Item 1

13 ოქტომბერი, 2026

„ეს კონფლიქტი არცერთი მხარის გამარჯვება არ ყოფილა“ - გიორგი ყარყარაშვილი

ვრცლად

Item 1

09 ოქტომბერი, 2026

“აფხაზეთი დღეს”

ვრცლად