ცენტრის პროექტები

02 ივლისი, 2025

უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერა დაიწყო


➡️უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პირველ საფეხურზე ჩარიცხული სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერა დაიწყო!

 

➡️აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ქვეპროგრამის ,,წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერა“ ფარგლებში ცხადდება კონკურსი, რომელიც გულისხმობს აფხაზეთის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული საქართველოს მოქალაქის ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელის უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ პროგრამაზე სწავლების ფინანსურ მხარდაჭერას.

 

➡️კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, რომელიც 2025-2026 წელს ჩაირიცხა ევროკავშირის წევრი ქვეყნების, გაერთიანებული სამეფოს, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ავსტრალიის, იაპონიის, ჩინეთის, შვეიცარიისა და ნორვეგიის უმაღლეს სასწავლებელში პირველი კურსის პირველი საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე.

 

➡️კონკურსი შედგება ორი ეტაპისაგან: პირველი ეტაპი გულისხმობს განაცხადის და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ შემოწმებასა და კომისიაზე წარდგენას. ხოლო მეორე ეტაპი - განაცხადების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებას.

 

➡️კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტაციის ნუსხა შეგიძლიათ იხილოთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ფეისბუქ გვერდზე.

 

➡️განცხადებების გაგზავნა შესაძლებელია 1 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

14 ივლისი, 2026

აფხაზეთის ა.რ იუსტიციისადა სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურს „სამოქალაქო ი...

ვრცლად

Item 1

14 ივლისი, 2026

"აფხაზეთი ყველგან მოგვყვება, აფხაზეთის შვილები ვართ ჩვენ"- სალომე პაკელიანი

ვრცლად

Item 1

13 ივლისი, 2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აცხადებს განაცხადების მიღებას ო...

ვრცლად