25 ივნისი, 2025

პროექტი „შემოქმედებითი ზაფხული“ იწყება


➡️აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო აფხაზეთიდან დროებით დევნილი ახალგაზრდების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისა და ეკონომიკური გაძლიერების მიზნით ახორციელებს პროექტს სახელწოდებით „შემოქმედებითი ზაფხული“.

 

 

➡️პროექტი ითვალისწინებს სპეციალიზებულ სასწავლო აქტივობებს ორი მიმართულებით, კერძოდ, კერამიკის ხელოვნების მასტერკლასი, რომელიც განკუთვნილია 18-25 წლის ახალგაზრდებისთვის.ისინი პროფესიონალი კერამიკოსის ხელმძღვანელობით გაეცნობიან კერამიკული ნივთების დამზადების ძირითად ტექნიკებს და შექმნიან საკუთარ ნამუშევრებს.

 

➡️ქართული კალიგრაფიის მასტერკლასი – განკუთვნილია 12-18 წლის მოზარდებისთვის. მონაწილეები პროფესიონალი კალიგრაფის ხელმძღვანელობით შეისწავლიან ქართული კალიგრაფიის ტექნიკებს, გაიაზრებენ ხელნაწერთა ტრადიციებს და იმუშავებენ აფხაზურ კულტურასთან დაკავშირებულ თემატიკაზე.

 

➡️პროგრამის დასასრულს გაიმართება გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება მასტერკლასის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები.

 

➡️პროექტზე რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ 1 ივლისის ჩათვლით. რეგისტრაციის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ აფხაზეთის კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ფეისბუქ გვერდზე.

 

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

07 ივლისი, 2025

უცხო ქვეყნის უმაღლეს დაწესებულებებში ჩარიცხული სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერა დაიწყო

ვრცლად

Item 1

04 ივლისი, 2025

ტურისტული სეზონი და პრობლემები ოკუპირებულ აფხაზეთში

ვრცლად

Item 1

02 ივლისი, 2025

უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერა დაიწ...

ვრცლად