ცენტრის პროექტები

04 ივნისი, 2025

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 2000-ზე მეტ ოჯახს სახლს შეუსყიდის


➡️დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 2000-ზე მეტ ოჯახს სახლს შეუსყიდის.

 

➡️აღნიშნული გადაწყვეტილება, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად მიიღო.

➡️სააგენტომ დევნილი ოჯახების მონიტორინგი განახორციელა და მათი საცხოვრებელი პირობები ადგილზე შეისწავლა. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება. პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადები მუდმივ რეჟიმში მიიღება.

 

➡️დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც სააგენტო სახლს შეუსყიდის შეგიძლიათ იხილოთ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებ-გვერდზე.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

14 ივლისი, 2026

აფხაზეთის ა.რ იუსტიციისადა სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურს „სამოქალაქო ი...

ვრცლად

Item 1

14 ივლისი, 2026

"აფხაზეთი ყველგან მოგვყვება, აფხაზეთის შვილები ვართ ჩვენ"- სალომე პაკელიანი

ვრცლად

Item 1

13 ივლისი, 2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აცხადებს განაცხადების მიღებას ო...

ვრცლად