ცენტრის პროექტები

01 მაისი, 2025

სოხუმელი მწერალი, რომელმაც გაუძლო მშობლიური გზის დაკარგვას და შემდეგ ეს გზა სიტყვებით დაიბრუნა


➡️სალომე კაპანაძე - ადამიანი, რომელმაც გაუძლო მშობლიური გზის დაკარგვას და შემდეგ ეს გზა სიტყვებით დაიბრუნა.

➡️მწერალი აფხაზეთიდან, ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი და ზღაპრებისა თუ ლიტერატურული წერილების არაერთი კრებულის ავტორი. 
➡️თუმცა, სალომე კაპანაძე მხოლოდ აკადემიური ტიტულები არ არის. მოგონებებით სავსე პერსონაა, რომელსაც გული მუდამ სოხუმისკენ მიუწევს.
➡️ქალაქისკენ, სადაც დრო გაჩერდა, ისეთი დარჩა, როგორიც ენატრება: ლაღი, მულტიკულტურული, თბილი ადამიანებით და ურთიერთპატივისცემით სავსე.

➡️დევნილობამ მის ცხოვრებაში ახალი ფურცელი გადაშალა არა ტკივილის, არამედ „სხვა მწერლობის“.იმ მწერლობის, რომელიც ხიდებს აშენებს დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის.

➡️სწორედ ამიტომ, სალომე კაპანაძის ტექსტები და ზღაპრები ბავშვებისთვის მხოლოდ ზღაპრები არ არის.ისინი არის დაბრუნების მცდელობა.

➡️გულით ნათქვამი სურვილი აფხაზეთი მომავალ თაობას ისეთი დაახვედროს, როგორსაც თავად იხსენებს და სიზმრებში ხვდება.

➡️ნახეთ მედიაპროექტი "პორტრეტები აფხაზეთიდან"



 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

15 აპრილი, 2026

აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტებისთვის ახალი სტიპენდიური პროგრამა ამოქმედდა

ვრცლად

Item 1

14 აპრილი, 2026

ცხადდება ნახატების კონკურსი „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“

ვრცლად

Item 1

08 აპრილი, 2026

"ჩემი პირველი სიმღერა სოხუმზე იყო" - ზურაბ მჟავია

ვრცლად