აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
ცენტრის პროექტები
31 მარტი, 2025
"მრავალეროვან და ევროპულ აფხაზეთში ყველაზე მნიშვნელოვანი წოდება სწორედ სოხუმელობა იყო"- კონსტანტინე გამსახურდია
დღეს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ეროვნული გმირისა და ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.
ამ დღეს „მიამბე აფხაზეთზე“ განსაკუთრებულ სტუმარს მასპინძლობს – კონსტანტინე გამსახურდიას, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, დიპლომატსა და მეცნიერს, რომელიც ემოციურ მოგონებებს გვიზიარებს.
ბაბუის – კლასიკოსი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას აფხაზური სახლი, „აფსიუა ბააშ“ – ეს იყო ადგილი, სადაც შთამბეჭდავი საღამოები იმართებოდა, საინტერესო ქართველი და ევროპელი სტუმრებით სავსე.
ბავშვობა მრავალეროვან და ევროპულ სოხუმში – ადგილი, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი წოდება სოხუმელობა იყო.
სამშვიდობო გზავნილები ოკუპირებული აფხაზეთისთვის – კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვები წარსულზე, აწმყოსა და იმედზე.
გაიგეთ მეტი - მედიაპროექტი „მიამბე აფხაზეთზე“.მსგავსი სიახლეები
14 ივლისი, 2026
აფხაზეთის ა.რ იუსტიციისადა სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურს „სამოქალაქო ი...
13 ივლისი, 2026
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აცხადებს განაცხადების მიღებას ო...