ცენტრის პროექტები

08 აგვისტო, 2024

საკუთარი თვალით დანახული და რისკის ფასად დახატული აფხაზეთის პეიზაჟი


ნიჭიერი აფხაზეთელი მხატვარი, გიორგი შერვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი დავით ბაძაღუა ის შემოქმედია, რომელიც არასოდეს ჩერდება და მუდმივად ახლის ძიებაშია.

მისი ნამუშევრები მსოფლიოს სხვადასხვა კოლექციებსა და გალერეებშია დაცული.

როგორც თვითონ ამბობს, აფხაზეთის თემა, ხილულად თუ შეფარვით, მის ყველა ნახატში იკითხება.

ფსევდონიმი „გუა“-ც აფხაზურად გულს ნიშნავს.

ყველაზე ძვირფასი ნივთი, რომელიც აფხაზეთს აგონებს, საკუთარი თვალით დანახული და შემდგომ ტილოზე გადმოტანილი პეიზაჟია, რომელიც მშობლიურ სოფელში ერთ-ერთი სტუმრობისას რისკის ფასად დახატა.

ნახეთ ვრცლად "ერთი ნივთის ისტორია"

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

31 აგვისტო, 2026

"ძალიან დიდი მონანიება უნდა მოხდეს ორივე მხრიდან"- ნუგზარ კერესელიძე

ვრცლად

Item 1

27 აგვისტო, 2026

“დამოუკიდებლობა” თუ დამოკიდებულება - რა მიიღო ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთისგან?

ვრცლად

Item 1

20 აგვისტო, 2026

"აფხაზეთი ჩემს მოგონებებში - ლურჯი ზღვა, ბავშვობა და მონატრებაა"- გეგი ფალიანი

ვრცლად