ცენტრის პროექტები

24 ივნისი, 2024

„აფხაზეთიდან დევნილის სტატუსის მქონე და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები ქალებისა და გოგონების ინფორმირება შრომით უფლებებსა და შრომით ურთიერთობებზე"


 ქალაქ ზუგდიდში პროექტი „აფხაზეთიდან დევნილის სტატუსის მქონე და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები ქალებისა და გოგონების ინფორმირება შრომით უფლებებსა და შრომით ურთიერთობებზე” განხორციელდა.      
 
აქტივობის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა და ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებმა ქალმა ბენეფიციარებმა შრომითი უფლებების დაცვის შესახებ მიიღეს ინფორმაცია, გაიუმჯობესეს საჭირო უნარ-ჩვევები. პროექტის მიზანი შრომითი უფლებების შესახებ ინფორმირებულობისა და ბაზარზე კონკურენტუნარიანობის დონის გაზრდაა.
 პროექტის   ფარგლებში 18-იდან 35-წლამდე ასაკის 35 ქალბატონს, 4 დღის განმავლობაში თემატური  ტრენინგები ჩაუტარდათ.  მონაწილეებიდან  30 ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონია, ხოლო 5 მათგანი  აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირია. ასევე გამოიცა საინფორმაციო ფლაერი „იცოდე შენი უფლებები“.
  ნახეთ ვრცლად პროექტში  “სახელმწიფო პროგრამები დევნილებისთვის”

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

14 ივლისი, 2026

აფხაზეთის ა.რ იუსტიციისადა სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურს „სამოქალაქო ი...

ვრცლად

Item 1

14 ივლისი, 2026

"აფხაზეთი ყველგან მოგვყვება, აფხაზეთის შვილები ვართ ჩვენ"- სალომე პაკელიანი

ვრცლად

Item 1

13 ივლისი, 2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აცხადებს განაცხადების მიღებას ო...

ვრცლად